პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
07.04.14
საერთაშორისო კონფერენცია სამართლებრივი განათლების საკითხებზე

2014 წლის 8 -9 აპრილს, ევროპის საბჭო თბილისში უმასპინძლებს რეგიონულ კონფერენციას, რომელიც ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენებისათვის„ ფარგლებში ჩატარდება.  

 ადვოკატთა ასოციაციების  და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე იურისტთა განათლებაში ჩართული სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან, იმსჯელებენ ადამიანის უფლებათა დამცველთა შესაძლებლობების ზრდაზე.  

განსახილველ საკითხებს შორის იქნება იურისტების ადამიანის უფლებათა სფეროში მომზადების ეროვნული სისტემები, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში, ტრენინგების არსებული საჭიროებების შეფასების მეთოდები, იურისტებსა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხები.  

კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის იქნებიან ევროპის საბჭოს,ადვოკატთა ასოციაციების, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ არსებული ევროპული კომისიის და ევროპის ადვოკატთა და იურისტთა ასოციაციის საბჭოს ექსპერტები.  

 კონფერენცია გაიმართება სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ და ორ დღეს გასტანს.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.