პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
31.07.13
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოზე ანგარიშს აქვეყნებს

ტრასბურგი, 31.07.2013 – ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტმა დღეს გამოქვეყნა   საქართველოში 2012 წლის საგანგებო ვიზიტის შემდგომი ანგარიში, საქართველოს ხელისუფლების პასუხთან ერთად.  

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტის დროს  გამართული მაღალი დონის მოლაპარაკებები ძირითადად  შეეხებოდა ზოგიერთი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმართა აშკარად არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა ეფექტიან გამოძიებას, რაც 2012 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნებული  ვიდეო მასალებით გამოვლინდაასევე განიხილებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში გადადგმული და დაგეგმილი, როგორც საკანონმდებლო,    ასევე ადმინისტრაციული ნაბიჯები. თავის ანგარიშში წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მიესალმება ციხეებში ფართომასშტაბიან ამნისტიას, თუმცა აღნიშნავს, რომ ციხეების გადატვირთულობის და პატიმართა რაოდენობის ზრდის პრობლემები ვერ იქნება სრულფასოვნად გადაჭრილი ასეთი სახის განსაკუთრებული ზომებით; ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირების მდგრადი სტრატეგია უნდა შეიცავდეს ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის, როგორც უკიდურესი  ზომის  გამოყენებას. Kკომიტეტმა ასევე წარმოადგინა რეკომენდაციები გლდანისა და ქუთაისის ციხეებზე და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებზე, განსაკუთრებითსამედიცინო მომსახურეობაზე   ციხეებში.

 თავის პასუხში საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა ინფორმაცია ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებზე, ასევე იმ ზომებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს ციხეების სისტემის რეფორმირებისაკენ. ეს ზომები მოიცავს ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირებას, არსებული ციხეების გარემონტებას და ახალი დაწესებულებების აშენებას, აქტივობათა პროგრამების განვითარებას ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის, ასევე  ციხეების თანამშრომელთა უკეთ  გადამზადებას. ხელისუფლების პასუხი ასევე მოიცავს ინფორმაციას სასჯელაღსრულების სისტემის 2013-2014 წლების ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში და საქართველოს ხელისუფლების პასუხი გამოქვეყნებულია საქართველოს ხელისუფლების

თხოვნით და ხელმისაწვდომია კომიტეტის ვებ გვერდზე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.