პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
30.09.13
2013 წლის ვასლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა ჯილდო ბელორუს ადამიანის უფლებათა აქტივისტს, ალეს ბელიაცკის გადაეცა

სტრასბურგი, 30.09.2013 - ვასლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა კონკურსის ჯილდო - რომელიც გადაეცემა ადამიანის უფლებათა სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირს ან ორგანიზაციას - გადაეცა ბელორუსიელ უფლებადამცველს ალეს ბელიაცკის.

იმის გამო, რომ ბატონი ბელიაცკი აჟამად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება, 60 000 ოდენობის ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს, ნატალია პინჩუკს, სპეციალური დაჯილდოების ცერემონიის დროს ევროპის სასახლეში (Palais de l’Europe), სტრასბურგში. ცერემონია გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საშემოდგომო პლენარული სესიის პირველ დღეს.

2013 წელს, კომისიამ,  რომელიც შედგებოდა ექვსი დამოუკიდებელი პირისაგან და რომლის თავმჯდომარეც იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, ჟან-კლოდ მინიონი, გამოავლინა სამი კონკურსანტი, რომლებიც გააგრძელებდნენ ჯილდოსათვის კონკურსში მონაწილეობას. სამი კონკურსანტი შეირჩა 27, ჯილდოს მისაღებად საჭირო კრიტერიუმების მქონე კანდიდატურებისაგან. ორ, ფინალურ კონკურსში გასულ კონკურსის მონაწილეებისს - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ჩინეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებათა დაცვის ქსელის - წარმომადგენლებს ასევე გადაეცათ დიპლომები ცერემონიის დროს.

ინფორმაცია ფინალური კონკურსის მონაწილეების შესახებ

ცერემონიის პირდაპირი ეთერი (დასაწყისი 12:30 საათზე საფრანგეთის დროით)

ვასლავ ჰაველის ჯილდოს ვებგვერდი

 ***

ვასლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ვასლავ ჰაველის ბიბლიოთეკასა და ფონდ ქარტია 77 პარტნიორობით, რათა დააჯილდოვონ ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირ ან ორგანიზაცია ევროპასა და მთელს მსოფლიოში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.