პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
26.09.13
საქართველოში წინასაარჩევნო საკითხების შემსწავლელი დელეგაციის განცხადება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)[1]აქართველოში წინასაარჩევნო საკითხების შემსწავლელი დელეგაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულ სხვა არჩევნებთან შედარებით, ამჟამად შექმნილია  უფრო  ღია, კონკურენტული და პლურალისტული საარჩევნო გარემო. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის მიმართაც მოქალაქეებს ექნებათ ნდობა და რომელიც დააკმაყოფილებს ევროპის საბჭოს სტანდარტებს. ეს აღსანიშნავი მიღწევა იქნება ქვეყნისა და რეგიონისათვის.

მიზნით საარჩევნო კამპანიისას უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა  ოპოზიციის მხარდამჭერთა მიმართ და მათი დაშინება, ყოველგვარი ზეწოლა არჩეულ თუ დანიშნულ თანამდებობის პირებზე, ვადამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები, აგრეთვე საარჩევნო პროცესში ნებისმიერი გაუმართლებელი ჩარევა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ საარჩევნო კამპანიისას გამოვლენილი ყველა დარღვევა; მკაცრი და თანაზომიერი სანქციები უნდა გატარდეს, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ამგვარი დარღვევები და საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ

დელეგაცია კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი საარჩევნო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ 2013 წლის ივლისსა და აგვისტოში შეტანილი ცვლილებების თობაზეახლა გადამწყვეტია აღნიშნული ცვლილებების ეფექტიანი განხორციელება, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების, ასევე პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების დაფინანსებისა და ხარჯების გამჭვირვალობისა თუ კონტროლის საკითხებთან მიმართებით.

დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია უმცირესობათა მიმართ არაშემწყნარებლური დამოკიდებულების შემთხვევების შესახებ. ამასთან დაკავშირებით დელეგაცია დაუშვებლად მიიჩნევს ეთნიკური თუ რელიგიური ხასიათის დელიკატური საკითხების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, განსაკუთრებით ისეთ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოშია.

დელეგაცია აღნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაღალპროფესიულ მუშაობას. გაუმჯობესებულია მედია გარემო, შექმნილია პირობები საარჩევნო კამპანიის უფრო დაბალანსებული გაშუქებისთვის და, ზოგადად, უზრუნველყოფილია განსხვავებული აზრის გამოხატვა.

დელეგაცია თბილისს სტუმრობდა 2013 წლის 23-26 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით. დელეგაცია შეხვდა ძირითად  საპრეზიდენტო კანდიდატებს, პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ასევე, ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (OSCE/ODIHR) დამკვირვებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 32 წევრიანი სადამკვირვებლო მისია სრული შემადგენლობით საქართველოში ჩამოვა 27 ოქტომბერს.

 

[1] წინასაარჩევნო დელეგაციის შემადგენლობა:

მარიჩელ მატეუ პი, დელეგაციის ხელმძღვანელი, ALDE (ანდორა)

ანდრეს ჰერკელი, დელეგაციის წევრი, EPP (ესტონეთი)

ჯონ ტომლინსონი, დელეგაციის წევრი, SOC (დიდი ბრიტანეთი)

ბორის ცილევიჩი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს თანამომხსენებელი, SOC (ლატვია)

 

განცხადების ტექსტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.