პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
27.05.13
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებენ

სტრასბურგი. 24.05.2013 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები, მაიკლ ასტრუპ იენსენი (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩი (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყონ, ყოფილი პრემიერ მინისტრის მერაბიშვილისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ჭიაბერაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის გამჭვირვალედ, და საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების მიხედვით აღებულ ვალდებულებებთან სრულ შესაბამისობაში წარმართვა. ‘’მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესების დროს თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი სახის მიკერძოების ან პოლიტიკური მოტივაციის აღქმა,“ ხაზი გაუსვეს თანამომხსენებლებმა.

გარდა ამისა, მათ მკაცრად დაგმეს ჰომოფობიური ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული  აქციის დროს. ‘’ასეთ ძალადობას და უხეშ არატოლერანტულობას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ განსაკუთრებით ვწუხვართ ძალადობაში სამღვდელოების წარმომადგენლების მონაწილეობის გამო, ვითვალისწინებთ რა იმ მაღალ მორალურ ავტორიტეტს, რომლითაც მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები დასჯიან ამ ძალადობაში მონაწილე ყველა დამნაშავეს კანონთან სრულ შესაბამისობაში,“ განაცხადეს თანამომხსენებლებმა. ამ მიმართულებით ისინი მიესალმებიან საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ დამნაშავეები არ დარჩებიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა მიეკუთვნებიან ისინი სამღვდელოებას თუ არა.  

თანამომხსებლები გააგრძელებენ ამ მოვლენებზე დაკვირვებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის პროცესის კონტექსტში

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.