პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
23.05.13
ტრენინგი ახლადდაარსებული "სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრისთვის"
2013 წლის 8-11 მაისს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ჩაატარეს ტრენინგი „სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრის“ წარმომადგენელთათვის. „სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი“ წარმოადგენს საქართველოში პირველ კვლევით ინსტიტუტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში, რომელიც დაფუძნებულ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2012 წლის დეკემბერში.
ევროპის საბჭოს ორი საერთაშორისო ექსპერტის რობერტ ალენის (სასჯელის აღსრულების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ყოფილი დირექტორი) და პოლ ინგლიშის ("ციხის საერთაშორისო რეფორმა" - ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) მიერ "სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრის“ თანამშრომელთატთვის ჩატარებული ტრენინგის ძირითადი საკითხები იყო: ანალიზების და კვლევების როლი პატიმრობის აღსრულებაში, მონაცემთა შეგროვება და ინფორმაციის მენეჯმენტი, სტატისტიკის გამოყენება კანონმდებლობისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, პატიმართა დ პრობაციონერთა რაოდენობის განსაზღვრა: ტექნიკა და მეთოდები, პატიმართა საჭიროებების და რისკების კვლევა: რა სახის რისკები უნდა განისაზღვროს და როგორ, ციხის ცხოვრების ხარისხისა და პრობაციის მონიტორინგი, ციხეში და საზოგადოებაში დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის შემცირების მიზნით პროგრამების შემუშავება და შეფასება, და კვლევები ციხისა და პრობაციის თანამშრომლებთან დაკავშირებით.
ევროპის საბჭოს აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა „დანიის საქართველოს პროგრამა 2010-2013, სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა“ ფარგლებში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.