პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
20.05.13
საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია მწუხარებას გამოთქვამს ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დელეგაციის მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით

სტრასბურგი, 17.05.2013 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის შედეგების შემსწავლელმა დელეგაციამ* მწუხარება გამოთქვა ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დელეგაციის მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. დელეგაცია ეხლახანს დაბრუნდა მოსკოვისა და თბილისის ვიზიტიდან (2013 წლის 12-15 მაისი).

“დელეგაციის მზადყოფნა წასულიყვნენ სოხუმსა და ცხინვალში იყო ცხადი ნიშანი იმისა, რომ დელეგაციას აქვს სურვილი მოუსმინოს კონფლიქტის ყველა მხარეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მათთან შეხვედრაზე უარის თქმამ აჩვენა, რომ მსგავსი სურვილი სოხუმში და ცხინვალში ამჟამად არ არის,” განაცხადა PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეს ჰერკელმა (ესტონეთი, EPP/CD). “დელეგაციას ექნებოდა სურვილი ეწვიოს ვიზიტიT სოხუმსა და ცხინვალს, თუ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაგზავნილი იქნება მკაფიო გზავნილი, რომ ისინი მიესალმებიან დიალოგს.”

მოსკოვში (13 მაისი) და თბილისში (15 მაისი) დელეგაციამ განიხილა უსაფრთხოების მდგომარეობა, ჰუმანიტარული მდგომარეობა, სეპარატისტული რეგიონებზე წვდომა, და ასევე ორივე მხარის მიერ ბრალად წამოყენებული ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები, ომის დანაშაულების ჩათვლით.

დელეგაცია მონიტორინგის კომიტეტს წარუდგენს თავიანთი ვიზიტის შესახებ მომზადებულ საინფორმაციო ნოტას.

***
* დელეგაციის შემადგენლობა: მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეს ჰერკელი (ესტონეთი, EPP/CD); მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს თანამომხსენებლები: მაიკლ ესტრუპ იენსენი (დანია, ALDE) და ბორის ცილევიჩი(ლატვია, SOC); და მონიტერინგის კომიტეტის რუსეთის
 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.