პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
20.03.13
ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია საქართველოში

20.03.2013 -სტრასბურგში (საფრანგეთი) გამართული ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წევრებმა კონგრესის სესიის დროს განიხილეს 2012 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შედეგად მომზადებული ანგარიში ქვეყანაში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ. 19 მარტს მიღებული რეკომენდაციები დადებითად აფასებენ პროგრესს, რომელიც მიღწეული იქნა 2004 წლის ვიზიტის შემდეგ. წელი, როდესაც საქართველობ მოახდინა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება. კონგრესის თანა მომხსენებელმა ჰელენა ფილაჯასაარმა (ფინეთი, რეგიონების პალატა SOC) ხაზი გაუსვა, რომ ‘ადგილი ჰქონდა ფართო მასშტაბიან რეფორმას, რომელსაც თან სდევდა მენტალიტეტის ცვლილება საერთაშორისო თანამშრომლობაზე და ევროპასთან ინტეგრაციაზე ფოკუსირებით.

კონგრესმა გამოხატა შეშფოთება რიგ საკითხებთან მიმართებაში, როგორებიცაა სტანდარტების ნაკლებობა, რომლებიც გამოყენებული იქნებოდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მისამართით, და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდული ფინანსური ავტონომია, მაშინ როდესაც მათ არ გააჩნიათ საკმარისი ‘საკუთარი რესურსები’. ეს წარმოადგენს მათი მთლიანი შემოსავლის 20%, ხოლო დანარჩენი მოდის სამთავრობო გრანტებისაგან, განაცხადა კონგრესის თანა მომხსენებელმა, ნაიჯელ მერმაგენმა.

შეშფოთებულნი იყვნენ რა ბოლოდროინდელი ინციდენტებით, რომელთა დროსაც იყო ბრალდება, რომ ადგილი ჰქონდა არასათანადო ზეწოლას ადგილობრივად არჩეულ წარმომადგენლებზე, კონგრესმა გაგზავნა ინფორმაციის მოსაძიებელი მისია საქართველოში ამა წლის 27-28 თებერვალს. მიღებული რეკომენდაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ მიიღონ ეფექტური ზომები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არჩეული წარმომადგენლების დამოუკიდებლობა. ამასთანავე, მომხსენებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აჩვენებს მკაფიოდ გამოხატულ ნებას, რომ შეიტანოს ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი პრინციპები შიდა კანონმდებლობაში და განახორციელოს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის მიზანიც იქნება ადგილობრივი ავტონომიის ზრდა.

შეხვედრის დასასრულს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგილაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს გააძლიეროს რეგიონული და ადგილობრივი ძალები. ‘ჩვენ გვინდა არა ზედაპირული ადგილობრივი დემოკრატია, არამედ ძირეული რეფორმა,’ განაცხადა მან, და ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას სურს დანერგოს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიაში აღნიშნული სუბსიდიარულობის პრინციპი.  

დებატების ვიდეო ჩანაწერი - ორიგინალი - French - English

რეკომენდაციის ტექსტი

ანგარიში

ინფორმაციის მოსაძიებელი ვიზიტი

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.