პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
17.10.13
პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტი სლოვენიაში

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში, 2013 წლის 22-24 ოქტომბერს დაგეგმილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მოქმედი პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტი სლოვენიაში. 

ვიზიტი უკავშირდება ფსიქიატრიულ და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებისა და საუკეთესო  გამოცდილების გაზიარებას. სამდღიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სლოვენიის ეროვნული პრევენციის მექანიზმის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან; განხორციელდება ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოსა და სოციალური ზრუნვის სპეციალურ დაწესებულებაში.

სასწავლო ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნული პრევენციის მექანიზმის გაძლიერება და ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულებებში, როგორიცაა ციხეები და ფსიქიატრიული დაწესებულებები, ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის განსახორციელებლად, მისი წარმომადგენლებისთვის დამატებითი ცოდნისა და უნარების შეძენის ხელშეწყობა.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.