პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
16.12.13
სემინარი დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე

.ევროპის საბჭოს ორგანიზებით, 17-18 დეკემბერს გაიმართება სემინარი თემზე - დისკრიმინაციის აკრალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით - რელიგიურ, აზრის გამოხატვისა და შეკრების ნიადაგზე დისკრიმინაციისაგან დაცვის გარანტიები“. სემინარი ტარდება სასტუმრო ბომონდ გარდენში.

სემინარში მონაწილეობას იღებენ მოქმედი ადვოკატები, ადამიანის უფლებათა დამცველები და სამართლის სტუდენტები, რომლებიც შეირჩნენ კონკურსის შედეგად. მათ მიეცემათ შესაძლებლობა მოუსმინონ ცნობილ ევროპელ ექსპერტებს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ფილიპ ლიჩს, მარეკ ნოვიცკისა და ნანა მჭედლიძეს და იმსჯელონ დისკრიმინაციის თემაზე ისეთ უფლებებთან მიმართებაში, როგორებიცაა რელიგიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება.

სემინარი იმართება ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.