პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
11.11.13
კონკურსსაერთაშორისო სემინარზე დასასწრებად: „დისკრიმინაციის აკრალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით - რელიგიურ, აზრის გამოხატვისა და შეკრების ნიადაგზე დისკრიმინაციისაგან დაცვის გარანტიები"

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა - 20 ნოემბერი

 

ევროპის საბჭო და ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებენ კონკურსს საერთაშორისო სემინარზე დასასწრებად, რომლის თემაა „დისკრიმინაციის აკრალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით - რელიგიურ, აზრის გამოხატვისა და შეკრების ნიადაგზე დისკრიმინაციისაგან დაცვის გარანტიები“.

 

აღნიშნული სემინარი ტარდება 17-18 დეკემბერს, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „ადვოკატთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“.

სემინარის ჩასატარებლად მოწვეულნი არიან გამოცდილი ევროპელი და ქართველი ექსპერტები.

 

შესაბამისობის კრიტერიუმები

 

კანდიდატები უნდა იყვნენ იურისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები ან სამართლის სტუდენტები, რომელთაც აქვთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საბაზისო ცოდნა, კერძოდ, იცნობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

 

 

განცხადებების შემოტანა

 

დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი რეზიუმე (მაქს. 2 გვერდი), მოკლე სამოტივაციო წერილთან ერთად (მაქს. 300 სიტყვა) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: council.europe@gmail.com

 

განცხადებები იგზავნება ქართულ ენაზე. შემოტანის ბოლო ვადაა - 20 ნოემბერი.

 

სემინარში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა - 60.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.