პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
12.07.11
ევროპის საბჭომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავისუფალი და სამართლიანი მედიის შესახებ კონფერენცია გამართა.
2013 წლის 29 აგვისტოს  სასტუმრო ‘ ქორთიარდ თბილისში’ ევროპის საბჭომ შვეიცარიის კონფედერაციის დაფინანსებით გამართა კონფერენცია “თავისუფალი და სამართლიანი მედიის როლი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.“  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მედია საშუალებების და  მედია ასოციაციების წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლებმა და საერთაშორისო მედია ექსპერტებმა. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს  საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქართული მედიის წინაშე არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ, მედიის მიერ არჩევნების გაშუქების საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოზე, არსებულ საერთაშორისო სტანდარტების და გამოცდილების შესახებ და მათი საქართველოში დანერგვის საჭიროების შესახებ.  როგორც კატერინა ბოლონეზემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა - ‘პროფესიონალური  მედია მხოლოდ იმას არ გულისხმობს რომ მას შეუძლია კარგად მომზადებული ახალი ამბების ან ტოქ-შოუს მიწოდება - ის პირველ რიგში გულისხმობს ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებას რომელიც საშუალებას მისცემს მაყურებელს მიიღოს ალტერნატიული მოსაზრებები. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია არჩევნების დროს, როდესაც მედია ამომრჩევლებს ეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მხრივ ’. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.