პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
05.07.13
კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის განცხადება პოლიტიკურ მდგომარეობაზე საქართველოში

2013 წლის 3 ივლისს თბილისში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის პრეზიდენტმა ლარს ო მოლინმა გამოხატა კომიტეტის შეშფოთება საქართველოში მიმინარე პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. ‘სამართლებრივი დევნა, რომელიც მიმდინარეობს ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლების მიმართ ჩვენი კომიტეტის ძლიერ შეშფოთებას იწვევს,’ ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
‘სამართლებრივი დევნის შემთხვევების რაოდენობამ, მათი წარმოების მანერამ, განმეორებითმა დაკითხვებმა ამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი შეუშალეს. იმდენად რამდენადაც სასამართლოებს ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება ამ საკითხზე, კომიტეტის წევრები მოუწოდებენ მთავრობას პატივი სცენ ადგილობრივი პოლიტიკოსების უფლებებს.’ კომიმეტი ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპული ქარტიის რატიფიკაციის შემდეგ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის პროცესში. 2013 წლის მარტში გამართულ კონგრესის სესიაზე მიღებული და გამოქვეყნებული იქნა ანგარიში და რეკომენდაცია. უახლოეს თვეებში საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს რეფორმის მასშტაბი, რომლის განხორციელებასაც ის აპირებს ადგილობრივ დემოკრატიასთან მიმართებაში. ‘ამ კონტექსტში, კონგრესი მზადაა ჩაერთოს პოლიტიკურ მონიტორინგის შემდგომ დიალოგში იმისათვის, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეებთან ერთად, განსაზღვროს 2013 წლის მარტში მიღებული რეკომენდაციების განხორციელების პრობები. დადებითი ნიშანია ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა გამოხატეს თანამშრომლობისათვის მზადყოფნა ამ საკითხებთან მიმართებაში’, განაცხადა ლარს ო მოლინმა.


 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.