პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
26.04.12

ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე (მე-10 და მე-11 მუხლები) მოსამართლეთა თანაშემწეებისათვის

28 და 29 აპრილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართება ორდღიანი ტრენინგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეებისათვის. მოსამართლეთა თანაშემწეები გაეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მაგალითებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებს. სემინარი გააერთიანებს თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ მუშაობას კაზუსებზე იმ მიზნით, რომ მონაწილეებმა მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. ტრენინგი ორგანიზებულია დანიის მთავრობისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – “სასამართლო რეფორმის, ადამიანის და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობის” - ფარგლებში..

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.