2012
წლის 6 ივნისს, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის შესახებ
კონვენციის წევრი (ETS
185).
საქართველოსთან მიმართებაში ეს კონვენცია ძალაში შევა 2012 წლის 1 ოქტომბერს,
საქართველო ამ კონვენციის 34-ე სახელმწიფო მხარეა.
კიბერდანაშაულის კონვენცია ხელმოწერებისათვის ღია გახდა 2001 წლის 23 ნოემბერს
ბუდაპეშტში და ძალაში შევიდა 2004 წლის 1 ივლისს. ეს პირველი საერთაშორისო
ხელშეკრულებაა, რომელიც ეხება დანაშაულებს, ჩადენილს ინტერნეტის ან სხვა
კომპიუტერული ქსელების მეშვეობი. კერძოდ საავტორო უფლებების დარღვევას,
კომპიუტერთან დაკავშირებულ გაყალბებას, ბავშვთა პორნოგრაფიასა და ქსელის
უსაფრთხოებას. მისი მთავარი მიზანი, რომელიც მოცემულია წინასიტყვაობაშიც, არის
ერთიანი დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის მიყოლა, რომელიც მიმართულია
საზოგადოების კიბერდანაშაულისაგან დაცვისაკენ, განსაკუთრებით სათანადო
კანონმდებლობის მიღებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მეშვეობით.
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს საქმიანობაზე მეტი ინფორმაციისათვის,
გთხოვთ იხილოთ კიბერდანაშაულის ვებ-გვერდი:
http://www.coe.int/t/DGHL/cooperation/economiccrime/cybercrime/default_en.asp
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge |