პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
08.08.12
ესეს კონკურსის გამარჯვებულები!
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ულოცავს ესეს კონკურსის - ‘’არჩევნები და მე’’-ს თხუთმეტ გამარჯვებულს. განსაკუთრებული მილოცვა ეძღვნებათ დავით ჟორჟოლიანს, ზაზა ზანგურაშვილს და ნუცა ღულაძეს, რომელთა თხზულებამ შესაბამისად დაიკავა პირველი, მეორე და მესამე ადგილი.

კონკურსი “არჩევნები და მე” მე-11 და მე-12 კლასის სტუდენტებისათვის, ორგანიზებული იყო კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის (CIPDD) მიერ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყების ფინანსური მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს საქართველოს მხარდასაჭერი 2012 წლის (საპარლამენტო), 2013 წლის (საპრეზიდენტო) და 2014 წლის (ადგილობრივი) საარჩევნო პროგრამის ფარგლებში. რვა ადამიანისაგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია თხუთმეტი გამარჯვებული ესე, რომელთა ავტორებიც მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო კურსში “არჩევნებისა და სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელობა”, რომელიც ჩატარდება 10-15 აგვისტოს, ბაკურიანში.

დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდება თბილისში, 9 აგვისტოს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში.


 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.