პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
04.05.12

ტრენინგი სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვთა მრჩეველთა საბჭოსთვის

4–5 მაისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართება ორდღიანი ტრენინგი სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვთა მრჩეველთა საბჭოსთვის. ბავშვთა მრჩეველთა საბჭო თბილისის სხვადასხვა სკოლის 13–18 წლის 15 მოზარდს აერთიანებს, რომლებიც არიან თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და ასევე ბავშვები  SOS ბავშვთა სოფლიდან. ტრენინგი მიზნად ისახავს აღნიშნული საბჭოს წევრების ბავშვის უფლებების კონვენციის ეფექტურად გამოყენებისა და ადვოკატირების უნარჩვევების გაძლიერებას, ასევე ბავშვების ცოდნის ამაღლებას  სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების ეფექტურად მუშაობის კუთხით. ტრენინგი ორგანიზებულია დანიის მთავრობისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის,სასამართლო რეფორმის, ადამიანის და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა,ფარგლებში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.