პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
02.04.12

კონგრესის მომხსენებლები გმობენ ცხინვალის რეგიონში გამართულ არჩევნებს

.. ‘საპრეზიდენტო არჩევნები’, რომელიც ჩატარდა 2012 წლის 25 მარტს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი, საქართველო) ვერ იქნება ცნობილი ლეგიტიმურად. ეს არჩევნები არალეგიტიმურია საერთაშორისო სამართლის მიხედვით და არ არსებობს კანონიერი ან კონსტიტუციური საფუძველი ასეთი არჩევნების არსებობისათვის. გარდა ამისა, .. არჩევნების ჩატარებას ასევე აკლია ლეგიტიმურობა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის ორი მესამედი ძალის გამოყენებითაა გამოსახლებული საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად’’, განაცხადეს კონგრესის წევრებმა იან მიკალეფმა (მალტა, EPP/CD) და ჰელენა ფილაჯასაარიმ (ფინეთი, SOC ) სტრასბურგში ჩატარებული 22- კონგრესის სესიის ფარგლებში. ორი ქვეყნის მომხსენებლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს რომ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლება აღიარებულ უნდა იქნას კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიერ

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.