საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

50 წელიწადზე მეტი ევროპული დემოკრატიის შუაგულში

სამოქალაქო საზოგადოებას ევროპის საბჭოში ხმა მიუწვდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის (INGOs) წყალობით.

1952 წელს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საკონსულტაციო სტატუსის შემოღების შემდგომ, ევროპის საბჭომ კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობები განავითარა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 2003 წელს მონაწილის სტატუსის დაწესებამ მათ მისცა საშუალება, აქტიურად ჩართულიყვნენ მის სტრატეგიებსა და სამოქმედო პროგრამაში და გაეღრმავებინათ თანამშრომლობა ევროპის საბჭოსა და წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა გაერთიანებებს შორის.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

ევროპის საბჭოში მონაწილის სტატუსით სარგებლობს 400-ზე მეტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც 2005 წლის შემდგომ შეადგენენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციას - სამოქალაქო საზოგადოების საყრდენს ევროპის საბჭოს “ოთხეულის” ფარგლებში, რომელშიც მის გარდა მოიაზრება მინისტრთა კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესი. ამ სტატუსის მეშვეობით, ევროპის საბჭო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს რთავს სამთავრობათშორისო ურთიერთობებში და წაახალისებს დიალოგს საპარლამენტო თუ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა გაერთიანებას შორის საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. ამჟამად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ორგანოა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის მანდატი

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია უმთავრესი ორგანოა, რომელიც წარმოადგენს ევროპის საბჭოში მონაწილის სტატუსის მქონე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და როგორც ამგვარი, გამოავლენს ევროპის საბჭოს “ოთხეულში” მისი მონაწილეობის საორგანიზაციოდ საჭირო მიმართულებებს, უზრუნველყოფს მონაწილის სტატუსის სათანადო ფუნქციონირებას და ამგვარად ეხმარება სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური როლის გაძლიერებას ევროპის საბჭოს ფარგლებში. ის განსაზღვრავს სტრატეგიის მიმართულებებს, ადგენს და იღებს სამოქმედო პროგრამას.

კონფერენცია იკრიბება წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სხდომების მსვლელობის პერიოდში.

მას თავმჯდომარეობს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. ამჟამინდელი პრეზიდენტი გახლავთ ბატონი ჟან-მარი ჰეიდტი, არჩეული 2009 წლის იანვარში.

დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციისა და მისი სტრუქტურების ფუნქციონირების შესახებ ხელმისაწვდომია ვებ გვერდის ამავე განყოფილებაში.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.