გენერალური მდივანი
საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის ხელმძღვანელად ხუთწლიანი ვადით ირჩევს გენერალურ მდივანს. ის პასუხისმგებელია საბჭოს სამუშაო პროგრამის შედგენაზე და ბიუჯეტის სტრატეგიულ დაგეგმვასა და მართვაზე.გენერალური მდივანი ორგანიზაციის  ხელმძღვანელი და წარმომადგენელია.

ვრცლად(>>>)

მინისტრთა კომიტეტი
ეს არის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც შედგება წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ან სტრასბურგში მათი მუდმივი წარმომადგენლებისაგან. მინისტრთა კომიტეტი განსაზღვრავს ევროპის საბჭოს პოლიტიკას, ამტკიცებს მის ბიუჯეტსა და სამოქმედო გეგმას.
ვრცლად (>>>)

საპარლამენტო ასამბლეა (PACE)
საპარლამენტო ასამბლეა 47 წევრი ქვეყნის 318 პარლამენტარისგან შედგება. ასამბლეა ირჩევს გენერალურ მდივანს, ადამიანის უფლებათა კომისარს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს. ის წარმოადგენს დემოკრატიულ ფორუმს დებატებისა და არჩევნების მონიტორინგისთვის; მისი კომიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მიმდინარე საკითხების განხილვაში.
ვრცლად (>>>)

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი
კონგრესი ევროპის 200 000 რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხმას აერთიანებს. ეს არის ფორუმი, სადაც არჩეულ წარმომადგენლებს შეუძლიათ იმსჯელონ საერთო პრობლემებზე, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და შეიმუშაონ ერთობლივი პოლიტიკა. მისი მიზანია დემოკრატიის მხარდაჭერა და მომსახურების გაუმჯობესება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.
ვრცლად (>>>)

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ეს არის მუდმივმოქმედი სასამართლო ორგანო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით მინიჭებული უფლებების დაცვის გარანტს წარმოადგენს თითოეული ევროპელისთვის. სასამართლო ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსა თუ ინდივიდისთვის, ეროვნების მიუხედავად. კონვენციას ხელს აწერს ევროპის საბჭოს ორმოცდაშვიდივე წევრი ქვეყანა.
ვრცლად (>>>)

ადამიანის უფლებათა კომისარი
ადამიანის უფლებათა კომისარი დამოუკიდებელი ორგანოა და მისი სამუშაო მთლიანად ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტებზეა კონცენტრირებული.
ვრცლად (>>>)

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია
კონფერენცია 400-ზე მეტ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ეს ფორუმი უზრუნველყოფს არა მხოლოდ კავშირს პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის, რაც თავისთავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამედ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ხმას ევროპის საბჭოში. საბჭოს წარმატებული მუშაობისთვის არსებითია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება, რადგან ისინი ყველაზე უშუალო კავშირში არიან ევროპის მოქალაქეებთან.
ვრცლად (>>>)

ჭავჭავაძის გამზირი 34
პიქსელის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული
თბილისი 0179, საქართველო
ტელეფონი: +99532 291 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: +99532 291 38 74
ელ.ფოსტა: informtbilisi@coe.int
ვებგვერდი: http://www.coe.ge
იხილეთ მისამართი Google Map-ზე