წევრი ქვეყნები

ევროპის საბჭო ჭეშმარიტად ევროპული ორგანიზაციაა:

 

46 წევრი ქვეყანა:

1949 წლის 5 მაისს ათი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას (ბელგია, დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო*), 1949 წლის აგვისტოში მიუერთდნენ საბერძნეთი და თურქეთი. სადღეისოდ ევროპის საბჭოში გაწევრიანებულია 46 სახელმწიფო** : ისლანდია და გერმანია (1950), ავსტრია (1956), კვიპროსი (1961), შვეიცარია (1963), მალტა (1965), პორტუგალია (1976), ესპანეთი (1977), ლიხტენშტეინი (1978), სან მარინო (1988), ფინეთი (1989), უნგრეთი (1990), პოლონეთი (1991), ბულგარეთი (1992), ესტონეთი, ლიტვა, სლოვენია, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, რუმინეთი (1993), ანდორა (1994), ლატვია, ალბანეთი, მოლდოვა, უკრაინა, "იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია" (1995), ხორვატია (1996), საქართველო (1999), სომხეთი, აზერბაიჯანი (2001), ბოსნია და ჰერცეგოვინა (2002), სერბია (2003), მონაკო (2004) და მონტენეგრო (2007).

ევროპის საბჭო არ გახლავთ ევროკავშირი. ეს ორი ორგანიზაცია სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი სახელმწიფო იმავდროულად ევროპის საბჭოს წევრიც არის.

1 გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა: ბელორუსი

ბელორუსს სპეციალური სტუმრის სტატუსი გაუუქმდა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების მიმართ უპატივცემულობის გამო.

დამკვირვებლის სტატუსი

5 ქვეყანა სარგებლობს დამკვირვებლის სტატუსით: კანადა, წმინდა საყდარი (ვატიკანი), იაპონია, მექსიკა და აშშ.

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge