ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრია. ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა გახდა. მას შემდეგ, თანამშრომლობის მთავარი მიზანია ქვეყნის მხარდაჭერა ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული და სხვა კონკრეტული ვალდებულებების შესრულებაში, რაც ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.

ფასეულობები

 

ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა

ევროპის საბჭო მხარს უჭერს გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, თანასწორობას, უმცირესობათა დაცვას. ევროპის საბჭოს ინიციატივით განხორციელდა კამპანიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვთა უფლებები, სიძულვილის ენა ინტერნეტ სივრცეში, ბოშების, როგორც ევროპის ყველაზე მრავალრიცხოვანი უმცირესობის  უფლებები. ევროპის საბჭო ეხმარება წევრ ქვეყნებს კორუფციასთან და ტერორიზმთან  ბრძოლაში და შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში. საბჭოს კონსტიტუციური ექსპერტების ჯგუფი, რომელიც „ვენეციის კომისიის“ სახელითაა ცნობილი, წევრ ქვეყნებს კონსულტაციას სთავაზობს საკანონმდებლო საკითხებზე.

ევროპის საბჭო ადამიანის უფლებების დაცვას საერთაშორისო კონვენციების საშუალებით ახორციელებს. ასეთებია, მაგალითად, კონვენცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ და კონვენცია „კიბერ დანაშაულის შესახებ“. საბჭო თვალყურს ადევნებს წევრი ქვეყნების მიერ კონვენციების შესრულებას და რეკომენდაციებს აძლევს მათ დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ორგანოების  საშუალებით. ევროპის საბჭოს წევრ ყველა ქვეყანაში გაუქმებულია სიკვდილით დასჯა.

იცოდით თუ არა, რომ
კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ პირველი ინსტრუმენტია, რომელიც დანაშაულის კლასიფიკაციას აძლევს ნებისმიერი სახის სექსუალურ ზეწოლას ბავშვზე, ოჯახურ გარემოში ჩადენილი ძალადობის  ჩათვლით.

მიღწევები მიღწევები

როგორ განგვასხვავოთ

ევროპის საბჭო
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს სტრასბურგში.  ორგანიზაცია აერთიანებს 47 წევრ ქვეყანას. ის დაფუძნდა ევროპაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით..

ევროპული საბჭო
ევროკავშირის ინსტიტუცია, რომელიც შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურებისგან, ევროკომისიის თავმჯდომარის ჩათვლით. ეს ორგანო გეგმავს ევროკავშირის პოლიტიკას.

ევროპის კავშირი
ევროკავშირში ამჯერად 28 წევრი ქვეყანაა, რომლებმაც საკუთარი სუვერენობის ნაწილი ამ ორგანიზაციას დაუქვემდებარეს. ამრიგად, საერთო ინტერესის მქონე ზოგიერთ საკითხზე ეს ქვეყნები გადაწყვეტილებებს ერთად, ევროპულ დონეზე იღებენ დემოკრატიული პრინციპების დაცვით. ევროპის საბჭოში გაწევრიანების გარეშე  ჯერ არცერთი ქვეყანა არ გამხდარა ევროკავშირის წევრი.

ისტორია ისტორია