წინამდებარე პროგრამა არის რეგიონული პროგრამის საქართველოს კომპონენტი. მისი განხორციელება 2013 წლის იანვარში დაიწყო და 2015 წლის ივნისამდე გასტანს

პროგრამის სიახლენი

Back იმიტირებული სასამართლოს კონკურსი

იმიტირებული სასამართლოს კონკურსი

ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენებისათვის“ ფარგლებში სტრასბურგში ორგანიზებულ იქნა იმიტირებული სასამართლო კონკურსი , სადაც მონაწილეობა მიიღეს ადვოკატებმა და ადამიანის უფლებების დამცველებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და რუსეთი ფედერაციიდან.

ადგილობრივი წერითი კონკურსის შედეგების მიხედვით, საქართველოდან სამი ადვოკატი იქნა შერჩეული, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილვის პროცედურის სიმულირების საერთაშორისო ტურში. 17-19 ივნისს,  სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა 6 ქვეყნიდან 18 მონაწილეს.

მონაწილეები ექვს შერეულ საერთაშორისო გუნდებში დაიყვნენ და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისტებით და ევროპის საბჭოს ექსპერტებით დაკომპლექტებული მსაჯების წინაშე წარდგნენ როგორც განმცხადებლები ისე სახელმწიფო.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის მიერ მომზადებული ფიქტიური საქმე, რეალურ ფაქტებზე იყო დაფუძნებული, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მოხდა, სადაც წარმოდგენილია უმცირესობათა უფლებები, კერძოდ საქმე შეეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (ECHR) და მისი ოქმებით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების სავარაუდო დარღვევას.

სამი მოსამართლის შემადგენლობით დაკომპლექტებულმა მსაჯებმა იმიტირებული სასამართლოს პროცესის  ფინალში მონაწილე ორი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page