წინამდებარე პროგრამა არის რეგიონული პროგრამის საქართველოს კომპონენტი. მისი განხორციელება 2013 წლის იანვარში დაიწყო და 2015 წლის ივნისამდე გასტანს

პროგრამის სიახლეები

სემინარი სოციალურ უფლებებზე

2014 წლის 7 ნოემბერს, ევროპის საბჭო მართავს სემინარს თემაზე - ევროპის შესწორებული სოციალური ქარტია და საქართველოში ამ ქარტიის შესრულებაზე მონიტორინგის მექანიზმები. ღონისძიება ტარდება ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი რეგიონალური პროექტის ფარგლებში - „ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“.>>>

 

საერთაშორისო კონფერენცია სამართლებრივი განათლების საკითხებზე

2014 წლის 8 -9 აპრილს, ევროპის საბჭო თბილისში უმასპინძლებს რეგიონულ კონფერენციას, რომელიც ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენებისათვის„ ფარგლებში ჩატარდება.>>>