Back სამუშაო შეხვედრა ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ტარდება სამუშაო შეხვედრა “ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე”.

ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობის, პარლამენტისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ ბ-ნი კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ქ-ნი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქ-ნი ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ქ-ნი ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და სასამართლო სფეროს წარმომადგენლები ისაუბრებენ სახელმწიფოს როლზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულ, ეფექტურ და დროულ აღსრულებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე მიმოიხილავენ სახელმწიფოს როლს საქართველოს წინააღმდეგ დადგენილი გადაწყვეტილებების აღსრულებაში. ამავდროულად, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი მონაწილეებს გააცნობს მინისტრთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილებებისა და მორიგების აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცედურას, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ინფორმაციის ეფექტური მოძიებისა და გამოყენების საშუალებებს ეროვნულ დონეზე.

ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

 

მედიის წარმომადგენლები მოწვეულები არიან ღონისძიებაზე:

შაბათს, 2017 წლის 1 ივლისს, 09.30 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ვარდების მოედანი 1, თბილისი, საქართველო

 

საკონტაქტო პირი:

გიორგი გიორგაძე, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, [email protected]

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge