Back ტრენინგი ადვოკატებისთვის თემაზე - სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტები

ტრენინგი ადვოკატებისთვის თემაზე - სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტები

2017 წლის 14-15 ივნისს ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ადვოკატებისთვის თემაზე “სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტები”.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ადვოკატების ცნობიერების გაზრდა ისეთ საკითხებზე როგორიცაა ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლება დაკითხვის დროს, საპროცესო შეთანხმება, ორმაგი დასჯის აკრძალვა, გამოძახებული მოწმის უფლებები, შეზღუდვები მოწმეების დაკითხვის მეთოდებთან მიმართებით და ბოლოს ირიბი ჩვენება და დაუსწრებელი მოწმის წინასწარი ჩვენება.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge