Back კონფერენცია „ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში“

კონფერენცია „ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში“

ევროპის საბჭო და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2017 წლის 21 ივნისს მართავენ კონფერენციას „ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში“.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მექანიზმებზე და არსებულ გამოწვევებზე დისკუსიის გამართვა. ევროპის საბჭო წარადგენს კვლევას პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომელიც ითარგმნა და იბეჭდება ქართულ ენაზე. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის უმაღლესი წარმომადგენლები წარადგენენ გენდერული თანასწორობისკენ მიმართულ ცესკოს აქტივობებს.

კონფერენციას სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ 10:00 საათზე გახსნიან კრისტიან ურსე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, და თამარ ჟვანია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

კონფერენციაზე მოწვეული არიანი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, და ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

34 ილია ჭავჭავაძის გამზირი

0179, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 322913870

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge