საქართველოს სახალხო დამცველის დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულთა საკთხებში დახმარების პროექტი დაფინანსებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და ევროპის საბჭოს ოფისების მიერ. პროექტი ფუნქციონირებს 2010 წლიდან და მის მიზანს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და მათთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად მზადდება დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარების ანგარიში. ანგარიშში დევნილთა უფლებების სფეროში გამოკვეთილი დადებითი თუ არყოფითი ტენდენციები, ასევე დევნილთა უფლებების დარღვევის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები.

პროექტის ერთ–ერთ მიზანს დევნილთა თემაზე საზოგადოების ინფორომირებულობის ამაღლება წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში იმართება სხვადასხვა ტრენინგები, შეხვედრები და მრგვალი მაგიდები საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

პროექტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის ძირითად მიმართულებას იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება წარმოადგენს. პროექტის კოორდინატორი სახალხო დამცველს წარმოადგენს სხვადასხვა კომისიებიში, რომელიც იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და რომლის წევრებიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

პროექტის ფარგლებში 6 ადამიანი, ერთი პროექტის კოორდინატორი და ხუთი მონიტორი იმყოფებიან საქართველოს სახალხო დამცველის ოფისებში საქართველოს ხუთ სხვადასხვა რეგიონში: თბილისი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი და ბათუმი. მონიტორები ახორციელებენ რეგულარულ ვიზიტებს დევნილთა ჩასახლებებსა და ე.წ. კოლექტიურ ცენტრებში. ყოველთვიურად ისინი ანგარიშებს უგზავნიან პროექტიის კოორდინატორს და ეს ანგარიშები უზიარდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს. მონიტორები ასევე ახორციელებენ ad hoc ვიზიტებს დევნილებთან და უწევენ მათ სამართლებრივ კონსულტაციებს. პროექტის კოორდინატორი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველს დევნილთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო კომისიებში. კოორდინატორი ასევე ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და ეს ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს. პროექტის ფარგლებში გარდა ანგარიშისა მომზადებისა და დევნილთა მდგომარეობის ადგილზე შესწავლისა, იმართება სხვადასხვა ღონისძიებები და შეხვედრები დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. 

პროექტის ევროპის საბჭოს კომპონენტი დაფინანსებულია შვეიცარიის მთავრობის ნებაყოფლობითი კონტრიბუციით.