Back საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: სასწავლო ვიზიტი ესტონეთის უზენაეს სასამართლოში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: სასწავლო ვიზიტი ესტონეთის უზენაეს სასამართლოში

2017 წლის 14-15 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლები ტარტუში ესტონეთის უზენაეს სასამართლოს ორ დღიანი ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კოლეგებისგან სასამართლო სწავლებაზე შეხედულებების მოსმენა და მოსამართლეებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნელად სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.

 მონაწილეები გაეცნენ იმ ეტაპებსა და გამოწვევებს, რაც ესტონეთის მართლმსაჯულების სისტემას ქონდა სასამართლო პრაქტიკის დანერგვისას; ასევე ისაუბრეს ტრენინგის შედეგების შეფასების ინსტრუმენტებზე; როლზე, რომელსაც ასრულებს სასამართლო პრაქტიკის ანალიზი  და იმ სამართლებრივ საინფორმაციო სისტემებზე, რომელიც ამჟამად მოქმედებს ესტონეთში. ვიზიტის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება სასამართლო ტრენინგის ციკლის მართვის და ტრენინგ საჭიროებების შეფასების შესახებ, მონაწილეებს ასევე ქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ტარტუს საოლქო სასამართლოც.

სასწავლო ვიზიტის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ანალიტიკური დეპარტამენტი მზადაა  ტრენინგ საჭიროებების გამოვლენისა და ტრენინგის შეფასების მიზნით, დაასრულოს მუშაობა სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მეთოდოლოგიაზე.

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

თბილისის ოფისში 46 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. 


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge