Back სუიციდის პრევენცია სასჯელაღსრულების სისტემაში

სუიციდის პრევენცია სასჯელაღსრულების სისტემაში

ევროპის საბჭო და ევროკავშირი აგრძელებენ მუშაობას საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფსიქოლოგთა, ფსიქიატრთა და სოციალურ მუშაკთა შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით, ციხეებში სუიციდის პრევენციის პროგრამის (სპპ) უკეთ ადმინისტრირებისათვის. ამ მხარდაჭერის ნაწილია დაკვირვება სუიციდის პრევენციის მულტიდისციპლინური გუნდების მუშაობაზე, რაც 2017 წლის ნოემბერში დაიწყო და მაისში დასრულდა.

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში ევროსაბჭოს 3 ადგილობრივმა ექსპერტმა ზედამხედველობა გაუწია სუიციდის პრევენციის მულტიდისციპლინური გუნდების მუშაობას წინასწარ შერჩეულ დაწესებულებებში.

ზედამხედველობის მიზანი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპპ-ის იმპლემენტაციის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შეფასება, გაანალიზება, როგორ მუშაობდნენ ამ საკითხებში გადამზადებული თანამშრომლები, მათი დახმარება და რეკომენდაციების შემუშავება შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

15 ივლისს 1 დღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივმა ექსპერტებმა და მულტიდისციპლინარული გუნდების წევრებმა განიხილეს, იმსჯელეს და შეაფასეს სპპ-ის მიმდინარეობისას გამოკვეთილი პრობლემატური საკითხები და შედეგები.

სპპ-ის შემოღებასა და დანერგვას ევროპის საბჭო პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს, 2013 წლიდან მოყოლებული. საერთაშორისო ექსპერტები თავიდანვე ჩაერთვნენ პროგრამის შემუშავებაში, განიხილეს სხვადასხვა შესაბამისი დოკუმენტი ევროპის საბჭოს სათანადო რეკომენდაციების შუქზე, მონაწილეობა მიიღეს არაერთ შეხვედრაში ადგილობრივ პარტნიორებთან, სადაც მათ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებსა და სფეროში არსებულ გამოცდილებას უზიარებდნენ.  

სპპ-ის შესახებ საგანგებოდ დამუშავებული კურიკულუმითა და მეთოდოლოგიით გადამზადდა 900-მდე სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალი, ციხის დირექტორები, დირექტორების მოადგილეები და მთავარი ექიმები. ტრენინგების მონაწილე ციხის თანამშრომლებმა ისწავლეს მეტი სუიციდის პრევენციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე, სუიციდის მართვის ტექნიკებზე და აღიჭურვნენ სათანადო უნარებით, თუ როგორ უნდა მოახერხონ სუიციდის მცდელობათა მაქსიმალურად შემცირება და, აქედან გამომდინარე, ხელი შეუწყონ სუიციდის შემთხვევათა შემცირებას.

აღნიშნული ზედამხედველობის პროცესი ნაწილია ევროპის საბჭოს აქტივობებისა, რომლებიც საქართველოს დახურული ტიპის დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. ისინი ორგანიზებულია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” – ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ნაწილია.  

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

თბილისის ოფისში 46 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. 


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge