საქართველოს ოფისის სიახლეები საქართველოს ოფისის სიახლეები
Back

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: სიღრმისეული კურსის შემუშავება სასამართლოს მენეჯმენტში და მენეჯმენტსა და ლიდერობაში

8 ივნისი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: სიღრმისეული კურსის შემუშავება სასამართლოს მენეჯმენტში და მენეჯმენტსა და ლიდერობაში

8 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები შეიკრიბნენ თბილისში რომ შეემუშავებინათ სასწავლო მოდულები ორ თემაზე: სასამართლო მენეჯმენტი სასამართლოს თავჯდომარეებისთვის და მენეჯერებისთვის და მენეჯმენტი და ლიდერობა მოსამართლეებისთვის. შეხვედრას უძღვებოდა ევროპის საბჭოს ორი ექსპერტი: ბერტ მანი და ჰერმინე მასმეიერი. 

როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ ვალერი ცერცვაძემ განაცხადა „ადამიანები სასამართლოების უმნიშვნელოვანესი რესურსია, ამიტომ სასამართლოს მენეჯერებს უნდა ქონდეთ უნარი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ ეს რესურსი. დღის ბოლოს, ვიმედოვნებ რომ შევიმუშავებთ ისეთ სასწავლო კურსს, რომელიც მორგებული იქნება ქართულ მართლმსაჯულებაზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის“. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ ხაზი გაუსვა ამ ტრენინგების მნიშვნელობას: „დღევანდელი შეხვედრით ვფიქრობთ რომ სასამართლოს პრეზიდენტებისა და მენეჯერებისთვის მნიშვნელოვნად გავზრდით პრეფესიონალიზმის ხარისხის ჩვენი დიდი ხნის პარტნიორის-ევროპის საბჭოს დახმარებით“.

აღნიშნული შეხვედრის შედეგად და მოსამართლეების განვითარების და სასამართლოების მართვის საჭიროებაზე დაყრდნობით განისაზღვრა მოდულის შინაარსი. ამ სესიის შემდეგი საფეხური იქნება ივნისის ბოლოს დაგეგმილი ტრენერთა სამ დღიანი ტრენინგი. 

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.


თბილისის ოფისში 21 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. იხილეთ მეტი >>

პროგრამები საქართველოში