პროგრამის სიახლენი პროგრამის სიახლენი

ტრენინგი მედიის მიერ არჩევნების გაშუქებაზე

2016 წლის 1-2 აგვისტოს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი რეგიონული სამაუწყებლო კომპანიების ჟურნალისტებისა და რედაქტორთათვის საარჩევნო კამპანიის გაშუქების სხვადასხვა საკითხებზე. 2016 წლის ივნისში საქართველოში შემდგარი...

Read More

საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდამჭერი პროგრამა მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესობის პროცესის ხელშეწყობას, ადგილობრივი არჩევნებზე სადამკვირებლო ორგანიზაციების დახმარებას მათი მონიტორინგის ანგარიშების გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საექსპორტო დახმარების გაწევას, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილეების ჩართულობით მაღალი დონის კონფერენციების ორგანიზებას, მედიის მიერ საარჩევნო პროცესების პროფესიული და მიუკერძოებელი გაშუქების პროცესის ხელშეწყობას, ამომრჩეველთა ცნობიერების გაზრდას საარჩევნო პროცესების სხვადასხვა ასპექტების შესახებ და არჩევვნებში ახალგაზრდა ამომრჩევლების მონაწილეობის გაზრდას, არჩევნებში ქალი კანდიდატების  და ქალი ამორჩევლების მონაწილეობის გაზრდას.

2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის დაგეგმილი საქმიანობა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის დაგეგმილი საქმიანობა

არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ ადამიანის უფლების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრის’ დაფინანსება არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიტატებისთვის ტრენინგების ჩატარების მიზნით, რათა გაიზარდოს საარჩევნო პროცესებში მათი კონკურენტუნარიანობა, საშინაო პოლიტიკაში მათი ჩართულობის გაზრდა და მათი უფლებების დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთნ მუშაობას.

ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის გზით საერთაშორისო ექსპერტის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის საარჩევნო დავების განხილვის თემატიკის შესახებ ტრეინგების ჩატარება.

მაღალი დონის პოსტ-საარჩევნო კონფერენციის ორგანიზება სადაც განხილული იქნება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს გამოვლენილი მიღწევები და პრობლემები და შემუშავებული იქნება რეკომენდაციები შემდგომი არჩევნებისთვის.

ვიდეოში წარმოდგენილია სხვადასხვა თემის საკრებულოს ქალი წევრები, რომლებმაც მანდატები 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოიპოვეს . ეს ქალი კანდიდატები მონაწილეობდნენ პროექტში ‘ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები- ქალი კანდიდატების და არჩეეული წევრების უნარ-ჩვევების გაზრდა’ რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ განხორციელდა შვეიცარიის კონფედერაციის და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

ქალების მზარდი როლი ქართულ პოლიტიკაში

ევროპის საბჭოს ტელე-ჟურნალი ადგილობრივი ხელისუფლების ქალ წარმომადგენლებზე საქართველოდან