პროგრამა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ევროპის საბჭოს საბიუჯეტო დაფინანსებითა და ნიდერლანდების სამეფოს ხელშეწყობით ხორციელდება

პროგრამა მიზნად ისახავს:

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციონირების გაძლიერებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად;

სკოლის შესაძლებლობათა გაუმჯობესებას სტრატეგიული დაგეგმარებისა და განვითარების მიმართულებით;

სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას;

სკოლისთვის დახმარების გაწევას სასამართლო მენეჯმენტის თანამედროვე ხერხებზე და საშუალებებზე ახალი კურიკულუმების შემუშავებაში;

სკოლის მასწავლებლების ახალი მეთოდოლოგიების და მასალების გამოყენების უნარების გაუმჯობესება;

სასამართლოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისთვის ახალი უნარების შეძენაში დახმარების გაწევა სასამართლოების მენეჯმენტის და მართვის თანამედროვე საშუალებების უკეთ გამოყენების მიზნით.
 

პროგრამის პარტნიორები არიან

• იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მისი მმართველი ორგანოები და მასწავლებლები;
• იუსტიციის სამინისტრო;
• იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
• ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.
 

საქმიანობა

ჩატარდა სკოლის ყოვლისმომცველი საჭიროებათა კვლევა;

შემუშავდა სკოლის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმა;

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მხარდაჭერა;

გაიმართა სასწავლო ვიზიტი ჰოლანდიის მოსამართლეებისა და პროკურორების სასწავლო ცენტრში;

მუშავდება კურიკულუმი სასამართლოს მენეჯერების სასწავლო კურსისთვის;

იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის მუშავდება ტრენერთა ტრენინგის სასწავლო კურსი სასამართლოს მენეჯმენტის საკითხებზე;

იგეგმება პილოტური ტრენინგი სასამართლოს მენეჯერებისთვის.