Back ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების შესახებ მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის

ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების შესახებ მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის

2017 წლის 25-26 მაისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ორ-დღიანი ტრენინგი მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის თემაზე „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები“. ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ.

ტრენინგის მიზანი იყო მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ, განსაკუთრებული აქცენტით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეეხება საქართველოს. ტრენინგის შედეგად ოცამდე მონაწილე გაეცნო საქართველოს გამოცდილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 1999 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირების შემდეგ. ტრენინგზე ასევე განიხილეს საქართველოსთან მიმართებაში არსებული საქმეები, კერძოდ, ციხეში არსებული პირობების, დაკავების კანონიერების, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის შესახებ.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page