Back ტრენერთა ტრენინგი - პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა

ტრენერთა ტრენინგი - პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა

2017 წლის 27-28 ივნისს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ადვოკატებისთვის თემაზე „პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა“.

ტრენინგ პროგრამა შემუშავდა HELP პლატფორმაზე უკვე არსებული მონაცემთა დაცვის კურსის ბაზაზე. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ექსპერტთა ბაზის მომზადება და ადვოკატების ცნობიერების გაზრდა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებთან მიმართებაში.

კურსმა გააცნო მონაწილეებს ძირითადი სამართლებრივი ინსტრუმენტები, არსებული პრობლემები და ადამიანის უფლებათა სტანდარტები, რომელიც დაეხმარება მათ ყოველდღიურ საქმიანობაში პირადი ცხოვრებისა და მონაცემთა დაცვის საკითხებში არსებული გამოწვევების მოგვარებაში. პროექტის ფარგლებში ტრენინგის მონაწილე ადვოკატები თავად ჩაატარებენ თავიანთი კოლეგებისთვის კასკადურ ტრენინგებს აღნიშნულ თემაზე.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page