Back განვაგრძობთ დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას

განვაგრძობთ დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას

ევროპის საბჭო  და ევროკავშირი განაგრძობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთათვის დისტანციური სწავლების პროგრამის შემუშავებაში.

2017 წლის 16-17 მაისს ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტმა მონაწილეობდა 2 დღიანი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რათა განეხილა და შეეფასებინა თუ როგორ თანხვედრაშია პოლიციის აკადემიის მიერ დროებითი დაკავების იზოლატორებში მომუშავე თანამშრომლებისთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამა ევროპულ სტანდარტებთან და სწავლების საუკეთესო პრაქტიკასთან.

 სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და ევროპის საბჭოს ექსპერტმა განიხილეს პირველად  გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასთან, არასათანადო მოპყრობასა და პიროვნების დროებითი მოთავსების იზოლატორში მიღებასთან დაკავშირებით გადასაღები სასწავლო ფილმების  სცენარები. ექსპერტი შემდგომ ეტაპზე   მონაწილეობას მიიღებს დისტანციური სასწავლო კონცეფციის შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს ძირითადი კურსის წარმატებით ჩატარებას, ასევე ინდივიდუალური მოდულებისა და საკითხების გადამუშავებას.

სასწავლო პროგრამა  შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და  სათანადო ცოდნის და უნარების ჩამოყალიბებაში დაეხმარება, რაც  სავალდებულოა მათი ყოველდღიური სამუშაოს მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის.

ღონისძიება გაიმართა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page