„რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია“ ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი კონვენციაა. იგი იცავს უმცირესობათა ენებს, განიხილავს რა მათ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ასპექტად, რომლებსაც საფრთხე ემუქრება. ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას, საქართველომ ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიკაციის ვალდებულება 2000 წლის 27 აპრილამდე იკისრა.  

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ქარტიის რატიფიკაციისა და მისი შემდგომი განხორციელებისათვის პირობების შექმნას. იგი ასევე მიზნად ისახავს უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ლინგვისტური, საგანმანათლებლო და კულტურული ასპექტების წინ წამოწევას/ხელშეწყობას.  

პროგრამის შესახებ
პროგრამის სიახლენი

Back შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში

შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში

ევროპის საბჭოს უმცირესობათა ენების სამდივნოს უფროს მოადგილე იორგ ჰორნი და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის "ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია და რეგიონულ და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის" ხელმძღვანელი მარიამ წიქვაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს სამომავლო თანამშრომლობის განხილვა წარმოდგენდა.  მხარეეებმა განიხილეს რეგიონული და უმცირესობების ენების ქარტიასთან დაკავშირებული საკითხები და ის პრობლემები, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წინაშე  დგას - ერთის მხრივ, ქართული ენის, ხოლო მეორე მხრივ, მშობლიური ენების სწავლების კუთხით. სოფიო შამანიდის განცხადებით, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია, აზერბაიჯანული და სომხური სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მომზადების პრობლემა; ასევე, მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიქმნა უკვე მცირე ენების სწავლების მოდული, პრობლემად რჩება ამ ენების სახელმძღვანელოების მომზადებისა და მასწავლებლების გადამზადების საკითხი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა არსებული წარმატებული თანამშრომლობისათვის ერთმანეთის მიმართ მადლიერება, ხოლო სამომავლო ურთიერთობისათვის - დიდი დაინტერესება გამოხატეს.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
საგანმანათლებლო ბროშურები

ეროვნული უმცირესობის კულტურული მარშრუტები საქართველოში

„რიცხვები“ საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 5-6 წლის ბავშვებისათვის

ფორმები საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 3-4 წლის ბავშვებისათვის

წელიწადის დროები საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 4-5 წლის ბავშვებისათვის

წერა საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 4-5 წლის ბავშვებისათვის