„რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია“ ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი კონვენციაა. იგი იცავს უმცირესობათა ენებს, განიხილავს რა მათ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ასპექტად, რომლებსაც საფრთხე ემუქრება. ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას, საქართველომ ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიკაციის ვალდებულება 2000 წლის 27 აპრილამდე იკისრა.  

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ქარტიის რატიფიკაციისა და მისი შემდგომი განხორციელებისათვის პირობების შექმნას. იგი ასევე მიზნად ისახავს უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ლინგვისტური, საგანმანათლებლო და კულტურული ასპექტების წინ წამოწევას/ხელშეწყობას.  

პროგრამის შესახებ
პროგრამის სიახლენი

ახალი ორენოვანი სახელმძღვანელოები საბავშვო ბაღებს

ევროპის საბჭო განაგრძობს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციაზე მიმართული საგანმანათლებლო ასპექტების ხელშეწყობას. 2017 წლის 19 და 20 აპრილს ახალი ორენოვანი საბავშვო ბაღების სახელმძღვანელოები გადაეცათ მარნეულის, ნინოწმინდის, ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს წინასწარ ჩატარებული...

Read More

შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში

ევროპის საბჭოს უმცირესობათა ენების სამდივნოს უფროს მოადგილე იორგ ჰორნი და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის "ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია და რეგიონულ და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის" ხელმძღვანელი მარიამ წიქვაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ეთნიკური...

Read More

„ჩვენ გვიყვარს კითხვა“ - ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაცია

2017 წლის 24 მარტს ევროპის საბჭომ და ევროკავშირის დელეგაციამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით, ჩაატარა ღონისძიება „ჩვენ გვიყვარს კითხვა 2017“, რომელიც ეძღვნებოდა მცირეწლოვანი ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო...

Read More

საგანმანათლებლო ბროშურები

ეროვნული უმცირესობის კულტურული მარშრუტები საქართველოში

„რიცხვები“ საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 5-6 წლის ბავშვებისათვის

ფორმები საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 3-4 წლის ბავშვებისათვის

წელიწადის დროები საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 4-5 წლის ბავშვებისათვის

წერა საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 4-5 წლის ბავშვებისათვის