Back ტრენინგი მედიის მიერ არჩევნების გაშუქებაზე

ტრენინგი მედიის მიერ არჩევნების გაშუქებაზე

2016 წლის 1-2 აგვისტოს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების  მოახლოებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი რეგიონული სამაუწყებლო კომპანიების ჟურნალისტებისა და რედაქტორთათვის საარჩევნო კამპანიის გაშუქების სხვადასხვა საკითხებზე.

2016 წლის ივნისში საქართველოში შემდგარი შეფასებითი მისიის ფარგლებში შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ბატონმა რასტო კუზელმა მოხსენება გააკეთა საარჩევნო კამპანიის ნეიტრალურ და პროფესიულ გაშუქებაზე ობიექტური და დაბალანსებული გაშუქების პრინციპებზე დაყრდნობით . ბატონმა კუზელმა ასევე ისაუბრა თანამდებობრივი  უპირატესობაზე,  არასაპარლამენტო პარტიების გაშუქების სპეციფიკაზე, სახელმწიფო მოხელეების გაშუქების ფორმებზე, და არჩევნების დღეს ფაქტების ზუსტად გაშუქების მნიშვნელობაზე.

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა ცხარე დისკუსია გამართეს არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებზე და გამოწვევებზე და 2016 წლის არჩევნების გასაშუქებლად შეიმუშავეს და განიხილეს კონკრეტული სატელევიზიო ფორმატები.

ტრენინგი გაიმართა ევროპის საბჭოს პროგრამის – „საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017  წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების  მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის სამეფოს მიერ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge