Back ვმუშაობთ ერთად კიბერდანაშაულის სასამართლო განხილვაზე ახალი მოდულის შესამუშავებლად

ვმუშაობთ ერთად კიბერდანაშაულის სასამართლო განხილვაზე ახალი მოდულის შესამუშავებლად

2017 წლის იანვრის მოდულის შემუშავების შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ექსპერტები ჩაერთნენ კიბერდანაშაულის სასამართლო განხილვაზე ორ დღიან ტრენერთა ტრენინგში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 25-26 თებერვალს გაიმართა. შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ და  „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის“ მხარდაჭერით, რომელიც ევროპის საბჭოს წევრის სახელმწიფოების ნებაყოფლობითი შემოწირულობით ფინანსდება. 

პროექტი განაგრძობს ექსპერტულ დახმარებას, რათა გაიზარდოს ცნობიერებაკიბერდანაშაულებზე ბუდაპეშტის კონვენციასა და სხვა დაკავშირებულ საკითხებზე, განსაკუთრებით კი ელექტრონულ მტკიცებულებაზე. ტრენერთა ტრენინგმა საშუალება მისცა ქართველ მოსამართლეებს, აემაღლებინათ პროფესიონალიზმი როგორც კიბერდანაშაულის  სამართლებრივ მიმართულებაზე, ისე  ამ დანაშაულის ტექნიკურ ასპექტებზე, ტექნოლოგიური განვითარების დინამიკის გათვალისწინებით. ელექტრონული ვალუტა, აზარტული თამაშები, IP მისამართიდან მომდინარე მტკიცებულება და მათი განადგურების საშუალებები არის იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალი, რაც ტრენერებმა სესიის მიმდინარეობისას განიხილეს. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნა: „ჩვენვართ ეფექტიანი ტრენინგის მომზადების პროცესის მოწმენი, რომელსაც  პოზიტიური ეფექტი ექნება სასამართლოების მიერ კიბერდანაშაულთან დაკავშირებული გაზრდილი საქმეების განხილვაზე“. შემდეგომი ეტაპი აპრილის თვეში დატრენინგებული ექსპერტ-მოსამართლეების მიერ საპილოტე ტრენინგის ჩატარებაა.   

შედეგად, იუსტიციის უმაღლეს სკოლას ექნება შესაძლებლობა, განგრძობადი განათლების ფარგლებში, საკუთარი რესურსით, დაგეგმოს და ჩაატაროს მოსამართლეებისთვის ტრენინგების კიბერდანაშაულების თემაზე.  

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ მხადრაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge