Back ვმუშაობთ ერთად ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად ციხეებში

ვმუშაობთ ერთად  ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად ციხეებში

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში  და ევროკავშირის დელეგაცია განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას ციხეებში სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

23 და 24 მარტს 2-დღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ევროსაბჭოს ექსპერტმა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.  შეხვედრისას განისაზღვრა მიზნები, პრიორიტეტული სფეროები, აქტივობები, შემარბილებელიი ფაქტორები, პასუხიმგებელი პირები და ჯანდაცვის სერვისებზე ხარისხის მართვის შემოღების სამოქმედო გეგმის ვადები. შეხვედრა წარმოადგენდა ე.წ საწყის ფაზას,  ხარისხის კონტროლის მეთოდებისა და მექანიზმების  სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებაში.

სამოქმედო გეგმა ხელს შეუწყობს ციხეებში სამედიცინო სერვისებისა და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას.   გეგმა იქნება პირველი დოკუმენტი,რომელიც დანერგავს ხარისხის კონტროლის მექანიზმებს და ფორმებს, რაც  ციხეებში სამედიცინოს მომსახურებას მნიშნველოვნად გააუმჯობესებს.

ევროკავშირი და ევროპის საბჭო მომავალშიც გააგრძელებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერას ციხეებში ჯანდაცვის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით.

 

ღონისძიება გაიმართა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშომლობის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge