Back ტრენინგების სერია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის

ტრენინგების სერია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის

ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება“ ფარგლებში ევროპის საბჭო საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიასთან ერთად ატარებს მარეგულირებლის წარმომადგენლებისათვის ტრენინგებს თემაზე: საუკეთესო ევროპული სტანდარტები მცირეწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მქონე სატელევიზიო გადაცემებისა და ტელევიზიის მსგავსი სერვისების მომსახურების რეგულირებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტები, რომლების პოლონეთისა და ბოსნია ჰერცოგოვინას მარეგულირებელ კომისიებში საქმიანობენ, მიმოიხილავენ მოწინავე ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, თუ როგორ არის უზრუნველყოფილი მცირეწლოვანთა დაცვა კანონმდებლობისა თუ თვითრეგულაციის მექანიზმის ფარგლებში. ასევე საუბარი შეეხება სატელევიზიო პროგრამათა ე.წ. კატეგორიზაციისა და ასაკობრივი რეიტინგების მინიჭების პრაქტიკას. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ისაუბრებენ ევროპულ გამოცდილებაზე, რომელიც შეეხება მედია წიგნიერების ქსელის შექმნასა და მერეგულირებლის როლის, ისევე როგორც ახალი სატელევიზიო სერვისების რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების გაძლიერება; მედია კანონმდებლობის და ნორმების მიმოხილვა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის მედია სექტორის წარმომადგენებისათვის, როგორც ეთიკური სტანდარტების,  საკანომდებლო სფეროს იმპლემენტაციის, სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა, ასევე ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაძლიერება.

12-13 და 19-20 მარტი, 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge