Back ციხის დირექტორები ციხეებში ჯანსაღი გარემოს შექმნის თემაზე ტრენინგს დაესწრებიან

ციხის დირექტორები ციხეებში ჯანსაღი გარემოს შექმნის თემაზე ტრენინგს დაესწრებიან

2014 წლის 24-31 ოქტომბერს, ევროპის საბჭო ციხის დირექტორებისთვის, მოადგილეებისთვის და მთავარი ექიმებისთვის ციხეებში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის თემებზე ტრენინგებს ჩაატარებს. ტრენინგები ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ფარგლებში არსებულ სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების ყველა ხელმძღვანელი მიიღებს.

ტრენინგის დროს, მონაწილეები იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე იმსჯელებენ, რომელიც ციხეებში ჯანსაღი გარემოს შექმნას უკავშირდება. ევროპის საბჭოს ტრენერები და ექსპერტები მათ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაიზიარებენ შიმშილობის მართვის, ძალადობის, სუიციდის, თვითდაზიანების თავიდან აცილების მეთოდებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნობიან გადამდები დაავადებების პრევენციისთვის საჭირო ზომებს, ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო ინსტრუმენტებს, თუ სტანდარტებს.

აღნიშნული ტრენინგს ციხეების სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალი მიმდინარე წლის თებერვლიდან გადის. დღესდღეობით მომზადება 600-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. ტრენინგი მიზნად ციხის მენეჯმენტსა და პერსონალს საერთო ხედვებისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში დახმარებას ისახავს, რამაც, თავის მხრივ, და რამაც ხელი უნდა შეუწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანსაღი გარემოს შექმნას და დაავადებათა პრევენციას.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge