Back სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი

სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი

2016 წლის 13-15 ივლისს ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სწავლების მეთოდოლოგია“. ტრენინგის მიზანი იყო სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე როგორცაა: სწავლების ძირითადი პრინციპები, სწავლების სტილის იდენტიფიცირება, სხვადასხვა ტრენინგ მეთოდები, მონაწილეთათვის დავალებების მომზადება, დღის წესრიგის მომზადება, ტრენინგის შეფასება და შედეგის გაზომვა.

სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა ზრდასრულთა სწავლების პრინციპების პრაქტიკული მხარეების შესახებ და  გაეძლიერებინათ მათი შესაძლებლობები სახალხო დამცველის ოფისის ადამიანის უფლებათა აკადემიაში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის ტრენინგის ჩატარების მიზნით.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge