Back ტრენინგი სახალხო დამცველის ოფისი თანამშრომლებისთვის თემაზე „სახალხო დამცველი როგორც სასამართლოს მეგობარი“

ტრენინგი სახალხო დამცველის ოფისი თანამშრომლებისთვის თემაზე „სახალხო დამცველი როგორც სასამართლოს მეგობარი“

2016 წლის 22-24 აპრილს ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის ოფისის მიერ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სახალხო დამცველი, როგორც Amicus Curiae (სასამართლოს მეგობარი)“. ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. ტრენინგი მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის ოფისის მიერ  სასამართლოს მეგობრის მოსაზრების  წარდგენის ხელშეწყობას საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში. ტრენინგის დროს ყურადღება გამახვილდა ისეთ  თემებზე, როგორიცაა სასამართლოების დახმარება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სამართლიანი და დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებაში;  სამართლებრივი დასაბუთების თანამედროვე ტექნიკები და სტრატეგიული სამართალწარმოება; საქმეების იდენტიფიცირება და მომზადება მესამე მხარის ჩართვისთვის; სასამართლოს მეგობრისმოსაზრების წერის ტექნიკები; ყოვლისმომცველი სამართლებრივი კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები. ტრენინგის შედეგად სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებმა აიმაღლეს ცოდნა სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წერაზე, შესაბამისი საქმეების იდენტიფიცირებაზე და სასამართლოს მეგობრის მექანიზმის გამოყენებაზე საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტებით გარანტირებული უფლებების დარღვევების პრევენციაზე.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge