Back ტრენინგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასისტენტებისთვის საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით

ტრენინგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასისტენტებისთვის საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით

2017 წლის 17 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი უზენაესი სასამართოს მოსამართლეების ასისტენტებისთვის თემაზე “საკუთრების უფლების დაცვის ევროპული სტანდარტები”. ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის მიერ.

ტრენინგის შედეგად უზენაესი სასამართლოს ორმოცამდე თანამშრომელმა აიმაღლა ცოდნა საკუთრების უფლების შესახებ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ჭრილში და მიიღეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული უახლესი საქმეების შესახებ.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

17 მარტი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge