Back მესამე ეროვნული ინტერნეტ მმართველობის ფორუმი

მესამე ეროვნული ინტერნეტ მმართველობის ფორუმი

ევროპის კავშირის დაფინანსებული პრექტის „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ ფარგლებში ევროპის საბჭო ადგიობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ინტერნეტ საზოგადოება, ICANN, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია და აკადემია, ატარებს მესამე ეროვნულ ინტერნეტ მმართველობის ფორუმს.

ღონისძიება ტარდება თბილისში მიმდინარე წლის 11-12 სექტემბერს. ფორუმის პირველ დღეს ევროპის საბჭოს ექსპერტები ბენეფიციარებსა და სხვა ექსპერტებთან ერთად ჩაატარებენ ტრენინგს სადაც განხილული იქნება ინტერნეტ მმართველობის ფორუმის მნიშვნელობისა და მოდელის საკითხები. კიბერ უსაფრთხოების, მონაცემთა და მომხარებელთა დაცვის საკითხებზე მსჯელობაც აქტიურად განხორციელდება ტრენინიგის ფარგლებში.

ინტერნეტ მმართველობის მთავარი ღონისძიება ტარდება 12 სექტემბერს რომლის დროს მოწვეული სტუმრები და ექსპერტები ტელეკომუნიკაციის სფეროში არსებულ ფართო საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიცაა ფართოზოლოვანი ინტერნეტზე წვდომა საქართველოში, ევროპის კავშირის ახალი რეგულაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, კონკურენციის, ბაზრის რეგულაციის და დომენების ბაზრის საკითხები. დაგეგმილია ასევე მედია პროპაგანდა და ფეიკ ნიუსთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა ინტერნეტ მმართველობის ფორუმის დროს.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტის „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის იმპლემენტაცია დაიწო 2015 წლის იანვარში და მიზნად ისახავს ინტერნეტის შესახებ ნაციონალური კანონმდებლობის და პოლიტიკის ევროპის საბჭოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან შესაბამისობის გაძლიერებაას. ასევე ევროპის საბჭოს ინტერნეტ მმართველობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის შესახებ ხელისუფლების შტოების  ცოდნის ამაღლებას.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page