Back ევროპის საბჭოს საარჩევნო დახმარების განყოფილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ რეგიონალურ კვლევას განახორციელებს

ევროპის საბჭოს საარჩევნო დახმარების განყოფილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ რეგიონალურ კვლევას განახორციელებს

2015 წლის 20-21 ივლისს თბილისში გაიმართება ორდღიანი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობასთან დაკავშირებით რეგიონალურ კვლევის განხორციელების შესახებ. ეს ღონისძიება იმართება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის  „ საარჩევნო კანონმდებობის და პრაქტიკის რეფორმირება, და საარჩევნო საკითხებთან მიმართებით  რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებ-ის“ ფარგლებში. “შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროპის საბჭოდან და გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტიდან და გენდერული თანასწორობის საბჭოდან.

კვლევის მიზანია წარმოადგინოს თითოეულ აღმოსავლეთის პარტიორობის  ქვეყანაში, როგორც ასევე ზოგადად რეგიონში ქალთა პოლიტიკური მონაწილების შესახებ არსებული სიტუაციის ხარისხობრივი და რაოდენობითი შეფასება, როგორ ასევე იმ ფაქტორების ანალიზი რომლებიც ქალთა მონაწილეობის და წარმომადგენლობის ხელისშემშლელია.  კვლევა შეისწავლის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაში და ადგილობრივ და რეგიონალურ თვითმართველობაში არსებულ სიტუაციას.

კვლევა ხელს შეუწყობს პოლიტიკურ  და საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ჩართულობის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2003 3 რეკომენდაციის  განხორციელების პროცესს. კვლევა ასევე ხელს შეუწყობს „ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის 2010-2015 წლების ევროპული კომისიის სტრატეგიის“ განხორციელებას. 

კვლევის განხორციელების დროს მონაცემთა შეგროვება მოხდება ნოემბრამდე. ნოემბერში ექსპერტები განიხილავენ კვლევის სამუშაო ვერსიას და საბოლოო ვარიანტებს წარუდგენენ აღმოსავლეთის პარტიორობის ქვეყნების სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს და პირებს. 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge