Back ევროპის საბჭო და ევროკავშირი განაგრძობენ ტრენინგების სერიას - საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე

ევროპის საბჭო და ევროკავშირი განაგრძობენ ტრენინგების სერიას - საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე

2017 წლის 29-30 აპრილს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლბით ევროპის საბჭომ ჩაატარა ტრენინგი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს სისხლის და სამოქალაქო პალატების მოსამართლეთათვის თემაზე „საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე“. სემინარები მიზნად ისახავდა საქართველოს მოსამართლეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის R(2000)2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნულ დონეზე, ზოგიერთი საქმის გადასინჯვის ან ხელახალი გამოძიების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სამართლებრივი სისტემის საჭირო შესაძლებლობებით აღჭურვა, რათა მაქსიმალურად შეასრულოს შეზღუდვა; კერძოდ, უზრუნველყოს სათანადო შესაძლებლობებით აღჭურვა ხელახალი გამოკვლევის შემთხვევებისთვის, მათ შორის საქმის განახლების ჩათვლით, ისე, რომ დაზარალებულები აღდგენილი უნდა იყვნენ იმავე ვითარებაში, როგორითაც სარგებლობდნენ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევამდე.

სემინარს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი: მამუკა ლონგურაშვილი - სექციის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტი.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც არის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პროგრამის ნაწილი.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page