Back სასწავლო ციკლის მართვის უნარების გაძლიერება

სასწავლო ციკლის მართვის უნარების გაძლიერება

22-23 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ციკლის მართვის ტრენინგში. მონაწილეებმა აიმაღლეს ცნობიერება და გაიუმჯობესეს უნარები  ტრენინგ-კურსის მომზადებაში, შესაბამისი ვადების დაცვით და კურსების ბიუჯეტირებაში ჯგუფური სამუშაოების საშუალებით. აღნიშნული ტრენინგის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კურიკულუმის შემუშავების პროცესი , რომელსაც მოჰყვა მონაწილეების მიერ მომზადებული ინდივიდუალური პრეზენტაციები, რამაც ტრენერს შესაძლებლობა მისცა, მონაწილეებისთვის წარედგინა რეკომენდაციები პრეზენტაციის ეფექტიანად ჩატარებაზე. ტრენინგი იყო ნაწილი იმ სერიისა, რომელიც მიმართულია ტრენინგის ციკლის მართვის თითოეული ეტაპის განხორციელებაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. შედეგად, მოსამართლეები ისარგებლებენ ტრენინგების მიწოდების უფრო მაღალი ხარისხით. აღნიშნული ტრენინგების  შედეგები თავმოყრილი იქნება სასწავლო ციკლის მართვის სახელმძღვანელოში, შემდგომი გამოყენებისთვის.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge